ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისია 13 სექტემბერს პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს

13 სექტემბერს, პარლამენტში, პირველ საორგანიზაციო სხდომას, ახალი სახელწოდებითა და ახალი შემადგენლობით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხთა კომისია გამართავს.

დროებითი კომისია ახალ თავმჯდომარესა და მდივანს აირჩევს და დებულების პროექტს დაამტკიცებს.

არსებული ინფორმაციით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხთა კომისიას ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს.

კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან წარმოდგენილი იქნებიან: - გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ხუნდაძე, გიორგი კოპაძე, სიმონ ნოზაძე, და გიორგი გაჩეჩილაძე.

კომისიაში “ევროპული საქართველოდან“ წარდგენილი არიან - გიორგი კანდელაკი, ლელა ქებურია და სერგი კაპანაძე, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსი - სოციალ დემოკრატებიდან“ - ადა მარშანია, “ნაციონალური მოძრაობიდან“ - რომან გოცირიძე, ხოლო ე.წ. დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით - გედევან ფოფხაძე და კობა ნარჩემაშვილი.

ექვს თვეზე მეტია, რაც პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას არ უმუშავია.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისია, როგორც დროებითი ორგანო, პარლამენტში 2004 წლიდან არსებობს. ის მეცხრე მოწვევის პარლამენეტში 2017 წლის 1-ელ მარტს, ორი წლის ვადით შეიქმნა. კომისიას უფლებამოსილების 2-წლიანი ვადა კი ისე ამოეწურა, რომ ვადის გაგრძელებაზე მსჯელობა არ ყოფილა.

ამის შემდეგ, 2 აპრილს, პარლამენტმა მიიღო დადგენილება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც ხვალ პირველ საორგანიზაციო სხდომას გამართავს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში