ანონსი 13 სექტემბერი

13 სექტემბერს, 09:00 საათზე, ბათუმში, საზღვაო აკადემიაში, ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალურ წვრთნებთან დაკავშირებით, ბრიფინგი გაიმართება. შემდეგი ღონისძიებების გრაფიკი: 11:00 საათზე გამოცხადდება განგაში და დაიწყება სცენარით გათვალისწინებული ღონისძიებები 2 ლოკაციაზე (ხმელეთზე - ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან; ზღვაში - ახალი ბულვარის ტრავერზზე 4-5 საზ. მილი; ზღვაში გასვლისათვის უნდა გამოცხადდნენ ბათუმის ნავსადგურში მე-10 ნავმისადგომთან, გემი „SOCHI 14“ ). წვრთნების დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, 14:00 საათისთვის, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში გაიმართება შემაჯამებელი ბრიფინგი.

საკონტაქტო: თამარ მახარაძე-591 200 003

13 სექტემბერს, 09:15 საათზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს მონახულებს.

13 სექტემბერს, 09:30 საათზე, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეხუთე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას გახსნიან პლატფორმის თანათავმჯდომარეები: რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი,ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრი იშტვან კომაროჟსკი.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესის მსვლელობაზე ისაუბრებენ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი არჩილ ყარაულაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰერცელი.

მის რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის 3ა

საკონტაქტო: ელზა ქეცბაია 577 57 57 25

13 სექტემბერს, 09:45 საათზე, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი და თბილისის მერი კახა კალაძე საზეიმოდ გახსნიან ბრიტანულ სეზონს თბილისში.

ღონისძიება დაგეგმილია, რუსთაველის მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაიხსნება ბრიტანეთი/საქართველო 2019-ის დროებითი ინსტალაცია, ხოლო მეტროსადგური რუსთაველი გაფორმდება ბრიტანეთთან ასოცირებული გამოფენით.

საკონტაქტო: ლიკა შავიშვილი 595 330 150

13 სექტემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის პირველი სხდომა გაიმართება.

13 სექტემბერს, 10:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ ოფისში, „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერების ბრიფინგი გაიმართება.

მის: ბარნოვის 40

საკონტაქტო : თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08; მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

13 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო „გალერი პალასში“ იტალიელი ტრენერი და მედიაწიგნიერების პროექტ „მედიის ეკონომიკის“ ავტორი ალესანდრა ფალკონი და კომუნიკიაციების კომისიის წარმომადგენლები მედიაწიგინიერების თემაზე პრესკონფერენციას გამართავენ. პროექტის ავტორი ალესანდრა ფალკონი კი 50-მდე მასწავლებელსა და ტრენერს „მედიის ეკონომიკის“ სწავლების სქემის შემუშავებაში სერტიფიცირებულ ტრენინგს ჩაუტარებს.

მის: ინგოროყვას 5 (სასტუმრო „გალერი პალასი“)

საკონტაქტო: ლანა ბერიძე 595 10 70 60, რუსკა ჭაბუკიანი 599 56 42 20

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

13 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ნატო-ში ინტეგრაციის საკითხები და ჯეიმს აპატურაის განცხადება. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში, დაგეგმილი ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ განვითარებული პროცესები. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

13 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

მის: ლადო გუდიაშვილის 7

საკონტაქტო : სასწრაფო დახმარება - თამარ მჭედლიშვილი - 5 91 40 39 70

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება - ანუკი ტალახაძე - 5 55 50 00 88

13 სექტემბერს, 13:00 საათზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

13 სექტემბერს, 16:00 საათზე, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: „მეთიუ ბრაიზას ცილისმწამებლური განცხადებები“

მის.: სობჩაკის ქ. #3

13 სექტემბერს, 14:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შექმნილი თემატური მოკვლევის ჯგუფის - სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტიანობის შესახებ, ზეპირი მოსმენის პროცედურაზე შერჩეულ ორგანიზაციათა მოსმენა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

13 სექტემბერს, 14:30 საათზე, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მედლინ მუნი ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს შეხვდება.

13 სექტემბერს, 15:00 საათზე, ნატოს სამეკავშირეო ოფისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

13 სექტემბერს, 15:00 საათზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია უმასპინძლებს ისტორიული ქართული დიასპორის გამორჩეულ წარმომადგენლებს - სამ ფერეიდნელ ქართველს, რომლებმაც 31 დღის განმავლობაში ფეხით გამოიარეს გზა (1450 კმ) ფერეიდნიდან საქართველომდე

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

13 სექტემბერს, 15:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის საორგანიზაციო სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)

13 სექტემბერს, 00:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე ჭავჭავაძის გამზირზე, „პიქსელთან“ მივა, სადაც ასფალტის დაგება დაიწყება.

საკონტაქტო: ლანა 577158572

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო