ბათუმში ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური წვრთნები გაიმართება

13 სექტემბერს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით ბათუმის საზღვაო აკვატორიაში, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის ნაციონალური წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2019 გაიმართება.

ღონისძიება მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრასთან ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავრიული გემებისათვის დახმარების გაწევის, ფართო მასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვასა და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმაშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.

„ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“ გათვალისწინებული მოქმედებები ორ ლოკაციაზე განხორციელდება: ზღვაში და ნაპირზე (ზღვაში - ახალი ბულვარის ტრავერზზე 4-5 საზ. მილი, ნაპირზე - ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან) და მასში სრულად ჩაერთვება ეროვნული გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. ღონისძიების მასშტაბურობაზე მეტყველებს ის გარემოებაც, რომ მასში მონაწილეობას 6 - გემი, 4 - კატარღა, 2 - ბუქსირი და ერთი შვეულმფრენი მიიღებს.

ნაციონალურ წვრთნებს საპატიო სტუმრების რანგში შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციის (15th Black Sea Search and Rescue Conference) მონაწილეებიც დაესწრებიან, რომელთა შორის უკრაინის, რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის ოპერაციებზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები, გერმანიის ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი კაპიტანი უდო ჰელგე ფოქსი და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) წარმომადგენლები არიან.

წვრთნებს კოორდინაციას - სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი გაუწევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა