ბათუმის საზღვაო აკვატორიაში  წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2019 ჩატარდება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმის საზღვაო აკვატორიაში ტარდება ნაციონალური ფართომასშტაბიანი ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ავარიულად დაღვრილი ნავთობის ლიკვიდაციის წვრთნები - GEO SAR & OSR EX 2019. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნები მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ნავთობის მე-2 დონის დაღვრისას ბრძოლისათვის მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობის შემოწმებას. ასევე კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული მოქმედებების დამუშავებას ზღვაზე ადამიანის ძებნა-გადარჩენის ოპერაციის, ავარიული გემებისათვის დახმარების გაწევის ფართომასშტაბიანი ოპერაციის ორგანიზებისა და ზღვაში და ხმელეთზე ნედლი ნავთობის დაღვრის ლიკვიდაციის სრულმასშტაბიანი ოპერაციის ჩატარების დროს.

„მოქმედებები ორ ლოკაციაზე: ზღვაში და ნაპირზე (ზღვაში - ახალი ბულვარის ტრავერსზე 4-5 საზ. მილი, ნაპირზე - ჟილინის არხის შესართავი ზღვასთან) გაიმართება და მასში სრულად ჩაერთვება „ზღვაში ნავთობის დაღვრაზე რეაგირების ეროვნული გეგმით“ (საქართველოს მთავრობის 195-ე დადგენილება) გათვალისწინებული სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციები. მონაწილეობას მიიღებს 6 გემი, 4 კატარღა, 2 ბუქსირი და ერთი შვეულმფრენი. წვრთნებს კოორდინაციას გაუწევს სააგენტოს ზღვაზე ძებნა-გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი. მასში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ა.რ. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის რესურსების სამმართველო, ბათუმის მერია, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, შპს „საზღვაო სასწავლო ცენტრი“, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივესიტეტი, საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს - სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა.რ. საგანგებო მართვის მთავარი სამმართველო, აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველო, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო შესაძლებლობების დაგეგმვის განყოფილება, საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური, შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგური, საქართველოს მილსადენის კომპანია - BP საქართველო, კონტრაქტორი კომპანია - NRC, კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“, შავი ზღვის ყულევის ნავთობ ტერმინალი, შპს ბათუმის ნავთობ ტერმინალი, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, შპს „საქაერონავიგაცია“, შპს „ბათუმის აეროპორტი“, სს სამედიცინო ცენტრი „საზღვაო ჰოსპიტალი“, შპს „ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრი“, - ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო