გიორგი გახარიამ მინისტრებს სთხოვა, რომ მთავრობის სხდომების დასრულების შემდეგ მედიას ინფორმაცია მიაწოდონ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ მედიას სხდომების დასრულების შემდეგ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ისეთზე, რომელიც მთავრობის სხდომაზე არ განხილულა, ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ გახარიამ განახლებული მინისტრთა კაბინეტის პირველ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა გთხოვოთ, რომ ჩვენი ღიაობის პრინციპის გათვალისწინებით, თითოეულმა თქვენგანმა მთავრობის სხდომის შემდგომ, არამხოლოდ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გააცნოს მედიას ინფორმაცია, რომელსაც მთავრობის სხდომაზე წარმოადგენენ, არამედ საზოგადოებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზეც, თუნდაც ეს თემები მთავრობის სხდომის დროს განხილვის საგანი არ ყოფილიყოს“, - განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა