„ბათუმის წყალი“ - „ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურმა საგამოცდო ლაბორატორიამ, აკრედიტაციის მოთხოვნა ISO/IEC 17025 და ISO 15189  წარმატებით გაიარა

შპს ,,ბათუმის წყლის“ ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურმა საგამოცდო ლაბორატორიამ, აკრედიტაციის მოთხოვნა ISO / IEC 17025 და ISO 15189 შესაბამისად წარმატებით გაიარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შპს „ბათუმის წყლიდან“ აცნობეს.

„მოგახსენებთ, რომ ქიმიკოსებმა - დიდი ბრიტანეთის სასურსათო პროდუქციისა და გარემოს კვლევების საერთაშორისო სააგენტოს (FERA) მიერ FAPAS-ის სქემებით განხორციელებულ PT ტესტი, რაც ითვალისწინებდა სასმელ წყალში ძირითადი არაორგანული ნივთიერებების აღმოჩენას - ქლორიდები, სულფატები, საერთო სიხისტე, კალციუმი, მაგნიუმი, ფტორიდები. ჩვენი ლაბორატორიის ბაქტერიოლოგებმა კი - დიდი ბრიტანეთის ეროვნული ინსტიტუტის მიერ LGC -ის სქემით განხორციელებულ PT ტესტი - სასმელ, ზღვის/ჩამდინარე და ავზის წყალში მიკრობიოლოგიური კვლევები IDEXX -მეთოდით შემდეგ რიცხობრივ მაჩვენებლებზე: ა) საერთო კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენა და დათვლა; ბ) ფეკალური კოლიფორმული ბაქტერიების აღმოჩენა და დათვლა; გ) ფეკალური სტრეპტოკოკების აღმოჩენა და დათვლა; დ) E.coli -ს აღმოჩენა და დათვლა“, - განაცხადა ლაბორატორიის უფროსმა ლანა კეკუტიამ.

მათივე ინფორმაციით, ოთხწლიანმა სტატისტიკურმა ანგარიშებმა ცხადყო რომ, შპს „ბათუმის წყლის“ საგამოცდო ლაბორატორია წარმატებით ატარებს ლაბორატორიულ კვლევებს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის კომპეტენტურობას და შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტის სსტ ისო/იეკ 17025:2017:2018-ის მოთხოვნების შესაბამისად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა