ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფება

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფება. მედლინ მუნი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩავიდა გამყოფ ხაზთან.

ხურვალეთში ჩასვლამდე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები საქართველოს საკონონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ, სადაც საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით შექმნილ მძიმე მდგომარეობასაც.

იხილეთ ვიდეო: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან სოფელ დიდ ხურვალეთში იმყოფებოდა

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს