ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ არსებულ ვითარებას განიხილავენ და ოკუპირებული ახალგორის ჩაკეტვის საკითხზე იმსჯელებენ.

„დღევანდელი ტექნიკური შეხვედრის თემაც გახლავთ ჩორჩანას მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები. რაც შეეხება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პოზიციას, პოზიცია არის უცვლელი, არ შეცვლილა, სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას. რაც შეეხება უკანონო საგუშაგოებს, იქ არის აღმართული ორი დროშა და მიმდინარეობს ბლოკ-პლოსტების, ე.წ. საგუშაგოების მოწყობა. რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე მოვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს, რათა ადგილზე აღდგეს უსაფრთხოების გარემო და ადგილობრივ მოსახლეობას - საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, მიეცეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება. რაც შეეხება ახალგორის საკითხს, ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია - სხვადასხვა დროს, გამოგონილი მიზეზებით ხდება ხოლმე ახალგორის და არა მხოლოდ ახალგორში არსებული გამოსასავლელების ჩაკეტვა, ეს არის წმინდა ჰუმანიტარული საკითხი, მოსახლეობა სარგებლობს ამ გზით და რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია, რადგან ეს ეხება ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას, რაც ოკუპაციის გამო ისედაც მძიმეა", - განაცხადა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

იხილეთ ვიდეო: ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო