ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, დასავლელი პარტნიორების მიმართ მარია ზახაროვას მოწოდებები ცინიკურია

ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები, რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია, - ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებას, რომელიც დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, „თუ სურთ რეალური ვითარება გაიგონ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე, შეუძლიათ მათ ეწვიონ“.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა.

„ეს განცხადება არ ყოფილა უჩვეულო და პრინციპში, სტილიც დაცული გახლავთ. სერიოზულად საუბარი რაიმე დამოუკიდებლობასა და იმაზე, რომ დემოკრატია შედგა, არც შეიძლება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა. მათი დამოკიდებულების ხარისხი სწორედ რუსეთზე, იმ ძალაზე, რომელიც იქ ეფექტურ კონტროლს ახორციელებს, ძალიან მაღალია. ამ პირობებში, როდესაც ორივე რეგიონი ფაქტობრივად ალყაშემორტყმულია მავთულხლართებით, ახლაც, სრულად შეზღუდულია გადაადგილება ცხინვალის მიმართულებით და ოჯახები გაყოფილია, მოწოდებები რომ იქ ჩავიდნენ და ვითარება საკუთარი თვალით ნახონ, ცინიკურია.

თუ საუბარი ჩასვლაზეა, იქ ადამიანის უფლებების, უსაფრთხოების ის საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩაუშვან, რომლებსაც წლების განმავლობაში არ აქვთ წვდომა. საერთოდ, დავიწყოთ იმ ოჯახებით, რომლებიც გაყოფილები არიან და მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ. უზრუნველყოფილი უნდა იქნას ადგილობრივების თავისუფალი გადაადგილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენს პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ამ რეგიონებში წვდომა, სადაც ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული ვითარება კრიტიკულად მძიმეა“,-აცხადებს ციხელაშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „გასულ წლებში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შედგნენ, როგორც სუვერენული სახელმწიფოები“.

„თუკი ჩვენ დასავლელ პარტნიორებს და მათ, ვინც მათ ინფორმაციულად ემსახურებიან, სურთ რეალური ვითარება გაიგონ ამ სახელმწიფოებში, შეუძლიათ მათ ეწვიონ. ამბობენ, სიმართლეს ფასი არ აქვსო, მაგრამ ამ შემთხვევაში აქვს. ეს ფასი ეკვივალენტურია იმ ბილეთისა, რომელიც შეიძლება შეიძინო და ჩახვიდე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და უბრალოდ გაესაუბრო ადამიანებს, ჰკითხო, რას ფიქრობენ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, როგორ აფასებენ საკუთარ რეალობას“, - განაცხადა ზახაროვამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა