დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ოზაანში მცხოვრები ქურხულიშვილების ოჯახი მოინახულა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა მერის წარმომადგენელთან, ვანო ბენაშვილთან ერთად ოზაანში მცხოვრები ტრისტან და ქეთევან ქურხულიშვილების ოჯახი მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედოფლისწყაროს მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფომრაციით, მერმა და მერის წარმომადგენელმა სოციალურად დაუცველ ოჯახს მედიკამენტები და საკვები პროდუქტები მიუტანეს, პრობლემებს ადგილზე გაეცნენ და მათ მოგვარებას შეპირდნენ.
ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებს.

























