რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტს „აფხაზეთის არმიის“ მოდერნიზების შესახებ

რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა პროექტს „აფხაზეთის არმიის“ მოდერნიზების შესახებ. იუწყება სააგენტო „სპუტნიკი“. შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

„დაკმაყოფილდეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებული ფედერალური ორგანოების მიერ შეთანხმებული, ასევე აფხაზური მხარის მიერ შემუშავებული წინასწარი შეთანხმების პროექტი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის ხარჯების დაფინანსების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კანონის თანახმად, შეთანხმება ხელმოსაწერად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გადაეგზავნება.

23 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ტავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მოსკოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს შეხვდა, რა დროსაც ხელი მოეწერა შეთანხმებას მოსკოვსა და სოხუმს შორის „რესპუბლიკის“ ე.წ. შეიარაღებული ძალების ხარჯების ფინანსირების შესახებ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა