ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში განუცხადეს.

"ორი ახალგაზრდა მამაკაცი გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში იმყოფება. ერთს აქვს მარჯვენა ბარძაყის და წვივის ძვლების ღია მოტეხილობა, ტრავმული შოკი. მეორეს სხეულის მრავლობითი ჭრილობები, ქვედა კიდურზე რბილი ქსოვილების დაზიანება. მათ უგრძელდებათ მკურნალობა" , - აცხადებენ ჰოსპიტალში.

ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაშავდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა