თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სერჟანტებს სამეთაურო-საშტაბო კურსის დასრულება მიულოცა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა კურსდამთავრებულებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ სერჟანტთა განათლების პროგრამები ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების სერჟანტთა განათლების სტანდარტებთან თავსებადია. თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს და მიღებული ცოდნის ქვეყნის სამსახურში გამოყენება უსურვეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სერჟანტთა რიგით II სამეთაურო-საშტაბო კურსი 9 სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. მათ კურსის მიმდინარეობის პერიოდში შეისწავლეს შემდეგი დისციპლინები: ომებისა და სამხედრო ხელოვნების ისტორია, საერთაშორისო და ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხები, ბატალიონის, ბრიგადის ოპერაციების დაგეგმარების პროცესი და საბრძოლო მომზადების ორგანიზება, ლიდერობა და მენეჯმენტი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს