„მოძრაობის თეატრი“ განახლებული რეპერტუარით ახალ სეზონს ხსნის

14 სექტემბერს, „მოძრაობის თეატრში“ თეატრალური სეზონი კახა ბაკურაძის „ფაუსტით“ გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალ სეზონზე მაყურებელს განახლებული რეპერტუარი და რამდენიმე პრემიერა ელის. დაგეგმილია ამერიკულ დასთან ერთად ერთობლივი სპექტაკლის დადგმა, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, „მოძრაობის თეატრს“ ესტუმრება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, იოსებ ბაკურაძის ცნობით, ვაშინგტონიდან საცეკვაო დასი Company E მოძრაობის თეატრში სექტემბრის ბოლოს ჩამოვა.

„ოქტომბერში ბროდვეის მიუზიკლის სტილში დადგმულ სპექტაკლს გამოვუშვებთ. სპექტაკლს „დიდი თამაში“ ერქმევა. ასევე ოქტომბერში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ცნობილ ბრიტანელ ქორეოგრაფთან, უეინ მაკგრეგორთან და მისი დასის წევრებთან ვითანამშრომლებთ. ჩვენი ერთობლივი ნამუშევრის ჩვენება თბილისობას, ორბელიანის მოედანზე გაიმართება“, - აღნიშნავს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

იოსებ ბაკურაძემ აღნიშნა, რომ ამერიკული პროექტის ფარგლებში, „მოძრაობის თეატრს“ ასევე ეწვევა იმპროვიზაციის პედაგოგი, რომელიც ქართველ მსახიობებს სპეციალურ მასტერკლასს ჩაუტარებს.

„თეატრის ხელმძღვანელობა ახალ სეზონზე საერთაშორისო წარმატებებსაც ელის და რამდენიმე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გეგმავს გამგზავრებას. ნოემბერში „მოძრაობის თეატრი“ მიწვეულია მინსკში, „Teatralny Kufar“-ზე, სპექტაკლით „ასტიგმატისტები“. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე პრესტიჟული ფესტივალის წარმომადგენლობასთან.

„მოძრაობის თეატრს „ ჟანრების თეატრსაც უწოდებენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორსა და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე, დიდი ინტერესით სარგებლობს უცხოელ მაყურებელში“, - აღნიშნულია „მოძრაობის თეატრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა