გოგი წულაია - ქუთაისში ასეულობით შენობა მიტოვებულია და ნადგურდება

ქუთაისში ასეულობით შენობა მიტოვებულია და ნადგურდება, - ამის შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია აცხადებს.

გოგი წულაიას თქმით, ქალაქის მასშტაბით მილიონობით ლარის ღირებულების ქონებაა უფუნქციოდ დარჩენილი და ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემით არ ინტერესდება.

„ქუთაისში ასობით შენობა უფუნქციოდ არის დარჩენილი და მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მერიიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, ასეთი შენობების შესახებ და ვერ გვიპასუხეს, თითქოს ვერ გაიგეს ჩვენი მოთხოვნა. ამ შენობებთან გავმართავთ ბრიფინგს და ჩვენ მივაწოდებთ ინფორმაციას. ამასთან, მოვითხოვთ პასუხს, ვისია ეს შენობები და რატომ არ ხდება მათი გაყიდვა ან რეაბილიტაცია. მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება, ამასთან, საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის. არის ანტისანიტარია და მერია არც ინტერესდება ქალაქის ცენტრში არსებული მდგომარეობით", - განაცხადა გოგი წულაიამ. თემასთან დაკავშირებით, მერიაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი