ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კომპანიას, რომელიც თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, უმოქმედობაში ადანაშაულებს

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი კომპანიას, რომელიც თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, უმოქმედობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, სარემონტო სამუშაოები 5 თვეა მიმდინარეობს და სახურავიდან წყალი ისევ ჩამოდის.

„5 თვეა რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ წყალი ისევ ჩამოდის, ყველგან ნაგავი ყრია. სამი თვეა ვეხვეწები მუშებს და მშენებლებს, აიღონ მაყურებლის სკამები, რომ არ დაზიანდეს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. არადა თიოთოეული სკამი 500 დოლარი ღირს. ვის უნდა მივმართო აღარ ვიცი“, - აცხადებს რამაზ იოსელიანი. იგი შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

თეატრის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს „იმედი“ ასრულებს. კომპანიის წარმომადგენელი პავლე მაღლაკელიძე რამაზ იოსელიანის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„მესმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, მაგრამ სამუშაოებს ვაწარმოებთ გეგმა -გრაფიკის მიხედვით. ყოველდღე გვაკონტროლებს, როგორც მერიის ზედამხედველობის სამსახური, ასევე ექსპერტიზის სამსახური. ჯარიმაც საკმაოდ სოლიდურია, სახელშეკრულებო ღირებულების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ია. მესმის თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელის ტკივილი, ეჩქარება, მაგრამ, რომ ვიჩქარო ხარისხი დაირღვევა. მერია კი ამის საშუალებას არ მომცემს. სახურავი უკვე ორ თვეზე მეტია მოწესრიგებულია და აქ წყალი არ ჩამოდის. რაც შეეხება მაყურებლის სავარძლებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ხარჯთაღრიცხვაში არ იყო გათვალისწინებული, ჩვენი სახსრებით შევფუთეთ. ხალიჩებიც დაცულია და დაზიანება გამორიცხულია. ვფიქრობ, მიმდინარე სამუშაოებს საახალწლოდ დავასრულებთ“, - აღნიშნა პავლე მაღლაკელიძემ.

ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის დასი სპექტაკლებს დროებით ფოლკლორის ცენტრის დარბაზში მართავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო