არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე - რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც  ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადავო საკითხები განიხილეს

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ იმ ამბების გაჟღერება, რასაც ახლა აჟღერებს, კითხვის ნიშნებს იწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხებოდა.

„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ხაზარაძის მხრიდან, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას. შესაბამისად, მისი განცხადებები უნდა იყოს განხილული ძალიან ობიექტურ პრიზმაში.

ამბები, რომელსაც ის ახლა ახმოვანებს, იწვევს კითხვის ნიშნებს, თუ რატომ არ მოხდა ამ ამბების გახმოვანება მაშინ, როდესაც ჩათვალა, რომ ეს იყო მიუღებელი. რატომ მიიღო მან მონაწილეობა იმაში, რაც არ მოსწონს დღეს, ან თუ მიიღო მონაწილეობა, რატომ არ გააკეთა ამის შესახებ განცხადებები უშუალოდ იმ შეხვედრის შემდეგ.

მე ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ, თუ ვინ იღებდა მონაწილეობას ამ შეხვედრაში, მაგრამ რასაც ის საუბრობს, არის ამბავი, სადაც ბიზნესმენები შეიკრიბნენ და სადავო საკითხები განიხილეს. ჩემი პასუხი ალბათ უნდა იყოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობა ბიზნესმენების შეკრებას და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვას არ კრძალავს, ხოლო სასამართლო და პროკურატურა არსებობდა მაშინაც, შეეძლო მიემართა, მას შეუძლია დღესაც მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ვანო ჩხარტიშვილთან დავას ეხებოდა. მისი თქმით, შეხვედრას, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა. ხაზარაძემ აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაინახა, „თუ როგორ წყდებოდა ქვეყანაში საკითხები“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა