ზუგდიდის მერიის შენობის წინ აქცია - „სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს

ზუგდიდის მერიის შენობის წინ აქცია -  „სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“  მიმდინარეობს

ზუგდიდის მერიის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტები აქციას სლოგანით - „სირცხვილია, ერთად ერთის წინააღმდეგ“ მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი კიდევ ერთხელ შეუერთდებიან თბილისში ანტისაოკუპაციო მოძრაობის პროტესტს და მათ მხარდაჭერას უცხადებენ.

„ზუგდიდი არის პირველი ქალაქი თბილისს გარეთ, სადაც დაიწყო აქციები იმის სათქმელად, რომ ყველგან სირცხვილია, სადაც ვრცელდება გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი",- აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა.

აქციაზე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ოფისის წევრები და მხარდამჭერები. აქციაზე ასევე იმყოფება ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.