აჭარის რეგიონში მცხოვრებ ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა გააცნეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი ნატალია ხარატიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, საშემოდგომო ყინვა ციტრუსოვანი კულტურებისთვის. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ყველა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დაზღვევას დაექვემდებარება მხოლოდ ისეთ მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალი, რომელიც დარეგისტრირებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. ასევე დამზღვევი ან მიწის მესაკუთრე, რომელსაც სურს რომ მიიღოს პროექტში მონაწილეობა, ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. მოცდის პერიოდი სადაზღვევო პოლისის გაცემის თარიღიდან 4 დღის ვადითაა განსაზღვრული.

2019 წლის ივლისის თვის მდგომარეობით აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 13,565 პოლისი. დაზღვეულ იქნა 111,084,542 ლარის ღირებულების სხვადასხვა კულტურა. სულ დაზღვეულია 12,976 ჰა მიწის ფართობი. ჯამში სააგენტოს სუბსიდიის თანხამ შეადგინა 5,624,543 ლარი. 2019 წელს ანაზღაურებულმა ზარალმა შეადგინა - 245,228 ლარი.

სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა