პარლამენტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს

პარლამენტი “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს.

16 სექტემბერს, საკანონმდებლო პაკეტს საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავს.

პროექტრის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ახალი თანამდებობის, კერძოდ კი, ოპერატიული მუშაკის შემოღება იგეგმება.

არსებული კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გამოძიების ჩატარებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებას ანიჭებს, თუმცა აღნიშნული ფუნქციების შესრულებას მხოლოდ გამომძიებელს აკისრებს. მომზადებული პროექტის მიხედვით, ოპერატიული მუშაკის ფუნქციად განისაზღვრება სამსახურის ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეებზე ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას გამომძიებელთა დახმარება (ამოსაცნობი პირის ანალოგების მოძიება, შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავების პროცესში დახმარება და ა.შ.). ოპერატიული მუშაკი თანამდებობაზე კონკურსის საფუძველზე დაინიშნება, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით სპეციალური წოდება მიენიჭება და მიეცემა უფლება, “პოლიციის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით, გამოიყენოს ფიზიკური ძალა, ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.

ამავე ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილის მიერ საქმის ზედამხედველი პროკურორისთვის მიმართვის 20 დღიანი ვადა 14 დღემდე მცირდება, ხოლო სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტულ მტკიცებულებათა შეტანის ვადა საერთოდ უქმდება.

გარდა ამისა, პირებს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ მოსამართლეობის, პროკურატურის ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დასანიშნად, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევთ.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - ანრი ოხანაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, სოფიო კილაძე, გოგა გულორდავა, რატი იონათამიშვილი და ირაკლი (დაჩი) ბერაია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა