ქუთაისში ახალგაზრდა ქალს, სავარაუდოდ, გაუპატიურების მიზნით,  თავს  მამაკაცი დაესხა

ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალს თავს დაესხნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს სახლში შეუვარდა და სავარაუდოდ, მისი გაუპატიურება სცადა. მათივე ინფორმაციით, ქალმა პატრულის გამოძახება მოასწრო.

ადგილზე მალევე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევა წუხელ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო