მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები, 16 სექტემბერს გარემოს დაცვის კომიტეტი განიხილავს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები, ხვალ პარლამენტის წამყვანი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი განიხილავს.

ამას “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

უნდა აღინიშნოს, რომ როგორც პროექტის პარლამენტის სავალდებულო კომიტეტებში განხილვის დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, დაცულ ლანდშაფტის ტერიტორიებზე მსხვილი, მასშტაბური ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა არ იგეგმება. მან აღნიშნა ისიც, რომ შესაბამისი ჩანაწერი კანონში დაზუსტდება.

“საუბარია იმაზე, რომ დაცულ ლანდშაფტზე გაკეთდეს ისეთი ობიექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ელექტრომომარაგებას და ტურიზმის განვითარებას. მას არ ექნება კომერციული მიზნები. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დაცული ტერიტორიების და დაცული ლანდშაფტის მნიშვნელობა. საუბარია ისეთი ტიპის პროექტებზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებსა და მათ ელექტრომომარაგებას მოემსახურება. ეს შეიძლება იყოს ქარის სადგური, მზის პანელები, მიკროჰიდროელექტრო სადგური, რომლის ანალოგები სხვა დაცულ ტერიტორიებზე გვაქვს - მაგალითად, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, სადაც არის ასეთი პრეცედენტი, მცირე ჰესის, რომელიც უშუქო სოფლების ელექტრომომარაგებას უწყობს ხელს”, - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია - მთავრობა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა