ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ცაიშის სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ და მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული სასათბურე მეურნეობა დაათვალიერეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, 9 ჰექტარზე გაშენებულ კიტრისა და პომიდვრის სათბურებში 2500-3000 ტონამდე მოსავალი მოდის, რომლის 90% უცხოეთში ექსპორტზე გადის, ბრენდით "გენაცვალე".

"ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასათბურე მეურნეობას "STIMOR Associates"-ს წარმომადგენლობა საქართველოში ხელმძღვანელობს. ეს არის ერთ-ერთი მსხვილი კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს რეგიონში. მუნიციპალიტეტი ყოველთვის მზადაა, ხელი შეუწყოს მსგავს კომპანიებს, რომ გაიზარდოს დასაქმებული ადგილობრივების რაოდენობა და ბიზნესმაც შეუფერხებლად განახორციელოს საქმიანობა", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცნობითვე, ცაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სასათბურე მეურნეობაში 150 ადგილობრივია დასაქმებული.