ანონსი 16 სექტემბერი

16 სექტემბერს, 09:00 საათზე, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ახლად დანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შონ ქეირნქროსი, სოფელ მარტყოფის რეაბილიტირებულ მე-2 საჯარო სკოლას საზეიმოდ გახსნის.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები.

16 სექტემბერს, 09:30 საათზე, ბაღების სააგენტოს უფროსი კახაბერ გვანცელაძე თბილისის N153-ე საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვევა და თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, მშობლებსა და პერსონალს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებას მიულოცავს. გაიმართება გასართობი ღონისძიება ანიმატორების მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრებიან რაიონის გამგებელი, მაჟორიტარი დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარე.

მის: მუხიანის 4ა მიკრორაიონი, 29ა კორპუსის მიმდებარედ. N153 ბაგა-ბაღი (გობრონიძის ქუჩის დასასრულს წრეზე მობრუნებისთანავე მარჯვენა შესახვევი).

საკონტაქტო : ნინო გულბათაშვილი 595169163

16 სექტემბერს, 10:15 საათზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან ბაკალავრიატის მოსწავლეებს შეხვდებიან.

მის: ბაგები, წყნეთის გზატკეცილი N35.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, გირჩის ოფისში, იაგო ხვიჩია საგანგებო ბრიფინგს გამართავს. მის: ბესიკის 4, ბიზნესცენტრი ბესიკზე. მესამე სართული, ოფისი 312. საკონტაქტო: 551 599 870 მარია გეგეჭკორი

16 სექტემბერს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეშვიდე, 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის შედეგებს მედიას გააცნობს.

მის: სასტუმრო Holiday Inn Tbilisi, 26 მაისის მოედანი #1

16 სექტემბერს, 11:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში „მწვანე ალტერნატივის“ მიერ მომზადებული კვლევის პრეზენტაცი გაიმართება: „ზემო სვანეთში, იდლიანის, ხაიშის, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიის შექმნის შესაძლებლობის შეფასება“.

მის: ჭოველიძის №10

16 სექტემბერს, 11:25 საათზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირის სტანდარტების მქონე “ევროპული სკოლის” ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებენ.

მის: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია

16 სექტემბერს, 11:30 საათზე, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის.: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 სექტემბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ნაკრესის“ გამგეობის წევრის, ბეჟან ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: საქალაქო სასამართლოში 17 სექტემბერს ჩანიშნული სხდომა. დაცვის მხარის მტკიცებულებები და არგუმენტები. 20 ივნისის საქმის გამოძიება.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით). III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში (ბიუროს ოთახის წინ) სალომე სამადაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება

თემა: „დეცენტრალიზაციის სტრატეგია“.

კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)

16 სექტემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 სექტემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო N419 (C კორპუსი, IV სართული)

16 სექტემბერს, 14:00 საათზე, თბილისი მარათონთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ კნირში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრებიან.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“, 26 მაისის მოედანი

16 სექტემბერს, 14:30 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

16 სექტემბერს, 14:45 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 სექტემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საზოგადოებას განათლების რეფორმის ერთი წლის ანგარიშს წარუდგენს. ღონისძიების ფარგლებში, ასევე მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დაესწრება.

მის.: თავისუფლების 2

16 სექტემბერს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების მხარდამჭერები აქციას გამართავენ სახელწოდებით „გმირებს ვერ დაამარცხებ“.

16 სექტემბერს, 15:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

16 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 სექტემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 სექტემბერს, 16:30 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

16 სექტემბერს, 16:30-17:00 საათზე, საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“, პავილიონი #3, სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიალს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი დაესწრებიან.

ღონისძიებას დაესწრებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილ; აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი; ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. მის.: (ა. წერეთლის გამზ. #118)

საკონტაქტო: ანა ნიჟარაძე - 599189808;

16 სექტემბერს, 17:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო