მოსკოვი ვაშინგტონს იუგოსლავიის დაბომბვის გამო ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

აშშ-მ ნატოს მიერ 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვის გამო უნდა მოიბოდიშოს და გარდაცვლილთა და დაშავებულთა ოჯახებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ კვირას განაცხადა.

„აშშ-მ უნდა მოუბოდიშოს მათ, ვინც დაბომბა, გადაუხადოს კომპენსაცია დაიღუპულებს, დაჭრილებს ან მათ, ვისი ჯანმრთელობაც ჭურვებმა დააზიანა. მხოლოდ ამის განხორციელების შემდეგ შეუძლია მას სხვებს წინსვლისკენ მოუწოდოს,“ წერს ზახაროვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

აღნიშნული კომენტარით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოეხმაურა სერბეთში აშშ-ის ელჩის, კაილ სკოტის, განცხადებას, რომლის თანახმადაც, სერბებმა ნატოს მიერ 1999 წელს იუგოსლავიის დაბომბვას „უფრო ფართო პერსპექტივიდან“ უნდა შეხედონ.

შეგახსენებთ, რომ ნატოს მიერ 1999 წელს განხორციელებული საჰაერო დაბომბვის შემდეგ სერბეთის სამხედრო ძალებმა კოსოვო დატოვეს. მოგვიანებით, 2008 წლის 17 თებერვალს, კოსოვომ ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. აღიარებიდან პირველსავე წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა 54-მა სახელმწიფომ ცნო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა