პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებებში  დასაქმებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

„ძვირფასო მასწავლებლებო, თვისობრივად ახალ რეალობაში ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, სასიკეთოდ შეიცვალა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების საკითხი, გაჩნდა უკეთესი მომავლის იმედი.

უპირველეს ყოვლისა, გვინდა ღრმა პატივისცემა გამოვხატოთ პროფესიიდან გასული, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილი მასწავლებლების მიმართ. მათთვის ეს დღე სიხარულის და ერთდაგვარი სევდის მომგვრელია. ვუსურვებთ ყველას ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს.

განათლების სისტემის რეფორმების პროცესში, ახალი გამოწვევები, ახალ პასუხისმგებლობას აკისრებს მოქმედ მასწავლებლებს. დადგა დრო, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ, თქვენი პროფესიონალიზმის დამტკიცებისა და კარიერული წინსვლისათვის. თქვენზეა დამოკიდებული პროფესიის პრესტიჟის აღდგენა და რაც მთავარია, მოზარდი თაობის უზრუნველყოფა თანამედროვე, ხარისხიანი განათლებით.

ღრმად გვწამს, რომ მოქმედ მასწავლებელთა კორპუსს შესწევს უნარი და თითოეული მასწავლებელი მოტივირებულია, სწავლა-სწავლების პროცესში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორებისათვის. რთული და შრომატევადი იქნება ეს პროცესი. იმედს გამოვთქვამთ, თქვენთვის ჩვეული ნებისყოფით, შრომისმოყვარეობით, სიბრძნითა და შემოქმედებითი მიდგომებით დაძლევთ ყველა გამოწვევას.

ახალი სასწავლო წელი, კვლავ მრავალი გადაუჭრელი პრობლემით იწყება სკოლამდელ დაწესებულებებში. საბავშვო ბაგა-ბაღების და საჯარო/კერძო სკოლების ყველა კატეგორიის დასაქმებულების წინაშე არსებული სირთულეები ღრმად გვაქვს გაანალიზებული, მომზადებული გვაქვს მოთხოვნები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის. იმედი გვაქვს, ჩვენი ერთობითა და ძალისხმევით ყველა პრობლემა დადებითად გადაწყდება.

საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა დასაქმებულს, თქვენი კომპეტენციების ფარგლებში, უდიდესი წვლილი შეგაქვთ მომავალი თაობის აღზრდა/განათლების საქმეში.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებულ აკადემიურ წელიწადს!“,- აღნიშნულია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიმართვაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა