საერთაშორისო მისიებში მონაწილე ქართველი მშვიდობისმყოფელების შვილები პირველ კლასში დღეს მამის მეგობრებმა მიიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეების შვილებმა, რომელთა მამებიც ქვეყნიდან შორს, სამშვიდობო მისიებში იმყოფებიან, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა საჯარო სკოლაში სწავლა დაიწყეს.
მამის მეგობრებმა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და თავდაცვის მინისტრისგან სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მამის მეგობრების სიურპრიზი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა.