სამეგრელოში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში, ყოფილი უნივერსიტეტის შენობაში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, წყლის საქაჩი ახალი ტუმბო დამონტაჟდა და კორპუსში შიდა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა - ამის შესახებ ,,ინტერპრესნიუსს’’ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს. აღნიშნული სამუშაოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებილ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში, მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ასევე, სამეგრელოში სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭითაწყარში, ელქსელისა და აღმაშენებლის №222-ში მდებარე, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობებში მიმდინარეობს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების დაწყება ხუბულავას ქუჩაზე №14-ში (ყოფილი ვეტლაბორატორიის ერთსართულიანი შენობა) დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში.

აღსანიშნავია, რომ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა რუსლან აბაშიძემ ადგილზე დაათვალიერა.

„აღნიშნულ ობიექტებზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის მოადგილე დავით მიქავა, სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია და სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების განმსაზღვრელი კომისიის წევრები იმყოფებოდნენ. მათ სამუშაოების მიმდინარეობას მონიტორინგი გაუწიეს’’, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ