როიტერსი - „საუდი არამკომ“ ტანკერებში ნავთობის ჩატვირთვა ნაწილობრივ განაახლა

სააგენტო „როიტერსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საუდის არაბეთის ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიამ „საუდი არამკომ“ ზოგიერთი კლიენტისთვის ტანკერებში ნავთობის ჩატვირთვა განაახლა. ამ კლიენტების წარმომადგენლები პორტებში ადასტურებენ, რომ ჩატვირთვა ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ჯერ თავად კომპანია „საუდი არამკოს“ განცხადება საჯაროდ არ გაუვრცელებია.

„საუდი არამკოს“ ორ ობიექტზე ნავთობის მიწოდებაში შეფერხება უპილოტო საფრენი აპარატებით შაბათს განხორციელებულმა თავდასხმამ გამოიწვია. აფეთქებების და ხანძრის შედეგად, საუდის არაბეთის ექსპორტი დაახლოებით ორჯერ შემცირდა, რაც მსოფლიოში ნავთობის მიწოდების 5 პროცენტს უდრის. შედეგად მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასი დაახლოებით 13 პროცენტით გაიზარდა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა ჰუსიტებმა აიღეს, რომლებიც საუდის არაბეთთან ფაქტობრივად ომის მდგომარეობაში არიან. აშშ-ის ოფიციალური პირები, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ჩათვლით თავდასხმას აბრალებენ არა ჰუსიტებს, არამედ ირანს, რომელიც ჰუსიტების მოკავშირეა. ირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.

საუდის არაბეთი ჯერ ვერ აცხადებს, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ნავთობის მიწოდების მთლიანად აღდგენას. ექსპერტების შეფასებით, ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე კვირა შეფერხდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა