ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. „ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტის განხილვას მოჰყვა.

გიგა ბოკერიასოფიო ქაცარავას რამდენჯერმე დაუსვა კითხვა, უჭერს თუ არა მხარს, რომ რუსეთს სანქციები დაუწესდეს, როდესაც კლავენ საქართველოს მოქალაქეებს. მან კომიტეტის თავმჯდომარეს რამდენჯერმე მოუწოდა, თავი არ აარიდოს ამაზე პასუხს და სხვა თემაზე ნუ საუბრობს.

თავის მხრივ, სოფიო ქაცარავამ ბოკერიას უპასუხა, რომ ანტისაოკუპაციო მიმართულებით მთავრობა ისედაც ბევრს აკეთებს და ამისთვის „ევროპული საქართველოს" ყიჟინა და კარნახი არ სჭირდებათ.

„ეს არის თქვენი დღის წესრიგი, რომ არასდროს არ მოისმინოთ, რა პოზიცია გვაქვს ჩვენ. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარია სტაბილურობა და უსაფრთხოება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალიან მაღალ დონეზე იდგეს. ამაზე თქვენი კარნახი და ყიჟინა არ გვჭირდება. გავიგეთ თქვენი დესტრუქციული ამოცანა რაც არის. ჩვენი ამოცანაა, თქვენს დესტრუქციულ ძალას არ გადავაყოლოთ მთელი ქვეყანა,"- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა