თინა ბოკუჩავა თამარ ხულორდავას - ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქსს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ

„შირმის როლის ფუნქციაც კი წაგართვეს ქალბატონო თამარ და თქვენ წესით, ცეკას ინსტრუქტორის გია ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ, მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაგაჩნიათ“, - ამ სიტყვებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს თამარ ხულორდავას მიმართა. ბოკუჩავას თქმით, ხულორადავას კომიტეტის დონეზე მაინც უნდა დაეჭირა მხარი დადგენილებისთვის.

„ქალბატონო თამარ, წარსულში ასეთ ტიპის დადგენილებებს თქვენ მხარს უჭერდით, მერე ამით ამაყობდით და ბაქი-ბუქობდით დასავლელ პარტნიორებთან და იძახით, რომ სინამდვილეში ჩვენ პროდასავლური ძალა ვართო. სინამდვილეში ის ადამიანები ვინც რეალურად იღებენ გადაწყვეტილებას საგარეო პოლიტიკაზე, ისევე როგორც საშინაოზე, ძალიან კარგად ვიცით, ეს თქვენ არ ხართ, არც სოფო ქაცარავაა და არც დავით ზალკალიანი. ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი დამქაშები, მათ შორის გიორგი გახარია, რომელსაც „დოლიჩე ველე“ უწოდებს „მოსკოვის კაცს“.

ძალიან კარგად ვიცით ვინ განსაზღვრავს საგარეო პოლიტიკას, მაგრამ მოდით ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. თქვენ გიყენებდნენ შირმად იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები მაინც მიგეღოთ და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ეს მაინც გამოგეყენებინათ. ახლა ამაზეც უარი თქვეს. შირმის როლის ფუნქციაც კი წაგართვეს ქალბატონო თამარ და თქვენ წესით ცეკას ინსტრუქტორის გიორგი ვოლსკის მესიჯ ბოქს კი არ უნდა მისდევდეთ და მის დავალებებს კი არ უნდა ასრულებდეთ, რომელიც თავის მხრივ ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს, არამედ მინიმალურ წინააღმდეგობას მაინც უნდა უწევდეთ იმ კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც გაგაჩნიათ, როგორც ამ კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის დონეზე მაინც უნდა დაგეჭირათ მხარი ამ დადგენილებისთვის თუ შემდგომ არ გეყოფოდათ იმის ავტორიტეტი, რომ პლენარულ სხდომაზე ყოფილიყო მხადარჭერა თქვენი კომიტეტის მხრიდან“, - მიმართა თამარ ხულორდავას თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს