ზუგდიდის მერმა  მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

დღეს, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, სიმბოლურად, მშობლიური სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა, განათლება სახელმწიფო პრიორიტეტია და ბიუჯეტის 25 პროცენტი სწორედ განათლების სრულყოფასა და განვითარებას მოხმარდება.

„მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად მიწევს ამ ლამაზი დღის აღნიშვნა, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაბიჯეს სკოლაში, დარწმუნებული ვარ წინ ძალიან მრავალფეროვანი და წარმატებული გზა ელით. ჩემთვის ამ სკოლაში ყველაფერი მშობლიურია. ყველა კუთხე ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ყოველთვის ვიქნებით განათლების გვერდით, რადგან განათლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. მთელი ბიუჯეტის 25% განათლების უფრო სრულყოფასა და განვითარებას მოხმარდება, ეს აისახება, როგორც პედაგოგების ანაზღაურებაში, ასევე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, რაც უკვე დაწყებულია. წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ახალ სასწავლო წელს, „მილენიუმის“ პროექტით სრულად რეაბილიტირებული 5 სკოლით ხვდება. ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა ინფრასტრუქტურულად იყოს გამართული“, - აღნიშნა მიმართვისას გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეორე საჯარო სკოლაში მერთან ერთად, ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში მერაბ ქვარაიაც იმყოფებოდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო