მამუკა მდინარაძე ოთარ კახიძეს - თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით

თქვენს მიერ დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებში ვერ აგყვებით, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს იმ დადგენილების პროექტზე საუბრისას, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა და რომელიც ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას ეხება.

დეპუტატის შეფასებით, ოპოზიციის ქმედება და საუბარი ერთმანეთს არ ემთხვევა.

„რაც შეეხება თქვენს რეზოლუციებს და თქვენს დაანონსებულ ფსევდოპატრიოტულ ცეკვებს, ამ ცეკვებში ვერ აგყვებით, იმიტომ, რომ ეს არის მხოლოდ ერთი მიზნისკენ მიმართული, რომ თქვენ რაღაცნაირად საზოგადოება ან მოატყუოთ ჩვენთან დაკავშირებით - წარმოდგენებთან და კურსთან მიმართებით, ან საკუთარი თავი დააჯეროთ, რომ პროდასავლურად იქცევით. მაშინ, როდესაც რეზოლუციას ახსენებთ, მახსენდება 2008 წლის რეზოლუცია, მახსენდება თქვენი პროვოკაციული მოქმედებები, თქვენი რეალური პარტნიორები. სიტყვა არის ერთი და სიტყვას თუ საქმე არ დაემთხვა, ამ შემთხვევაში პროდასავლურობაზე ასე თამამად აღარ უნდა ვილაპარაკოთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა