სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ფოთის მერი საჯარო სკოლებს ესტუმრნენ

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლა განახლდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია და მერის მოადგილეები ფოთის საჯარო სკოლებს ესტუმრნენ და მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.

“ძვირფასო პედაგოგებო, მოსწავლეებო, სტუდენტებო, მშობლებო გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს არის სიახლის, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების მიღების საუკეთესო პერიოდი და გისურვებთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.

მსურს განსაკუთრებით მივულოცო ეს დღე ჩვენს პირველკლასელებსა და პირველკურსელებს – მათთვის ხომ დღევანდელი დღე სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისია.

სწორედ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ შექმნან ქვეყნის ღირსეული მომავალი. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ მათ, შევუქმნათ შესაფერისი პირობები და გარემო, რათა შეძლონ ხარისხიანი განათლების მიღება.

გისურვებთ, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს საინტერესო და წარმატებებით გამორჩეული“, -განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ.

ახალ სასწავლო წელს ფოთის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლა განახლებული ინფასტრუქტურით შეხვდა. სკოლების სარეაბილიტაციოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 454 502 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლებში სახურავის კაპიტალური რემონტი, სველი წერტილების მშენებლობა, ეზოს კეთილმოწყობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები ჩატარდა.

წელს ფოთში 500-მდე პირველკლასელია, რომლებსაც პორტაბელურ კომპიუტერებთან ერთად სახელმძღვანელოების კომპლექტი, მათ შორის იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ გადაეცათ, რომელიც განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში კვლავ დაბრუნდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს