ბორჯომის მერმა სწავლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს პირადად მიულოცა

დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწავლის დაწყება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ლიპარტიამ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს პირადად მიულოცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„მინდა ეს დღე ყველა თქვენგანს მოგილოცოთ, განსაკუთრებით კი პირველკლასელებს, რომლებისთვისაც ეს დღე გამორჩეული და ამაღელვებელია. გისურვებთ, ბევრ სიახლესა და წარმატებას! მუნიციპალიტეტი კი, თავის მხრივ, ყოველთვის იქნება თქვენს გვერდით და ყველა სასიკეთო საქმის აქტიური მხარდამჭერი“, - აღნიშნა მერმა.

„წლევანდელ სასწავლო წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლის კარი 305-მა პირველკლასელმა შეაღო.

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტის 10 საჯარო სკოლა სიახლეებით შეხვდა. ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით, მოეწყო სველი წერტილები და ჩატარდა კოსმეტიკური სამუშაოები. ახალდაბის საჯარო სკოლაში კი- სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შიდა სპორტულ მოედანს. სკოლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას მუნიციპალიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.

დღეს მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, მერის მოადგილე დავით ზაალიშვილი, სამცხე-ჯავახეთში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი მარინა ხუჯაძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი ნინო ბენდელიანი ქალაქისა და სოფლების საბავშვო ბაღებს ესტუმრნენ და ახალი სასწავლო წელი მიულოცეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ