ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზთან შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მისია ყურადღებით აკვირდება „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები მუდმივად იმყოფებიან რაიონში 24 აგვისტოს შემდეგ.

„მედიის მხრიდან არსებულ ვითარებაზე მაღალი ინტერესის გამო და არაზუსტი ცნობების გაქარწყლების მიზნით მისიას სურს შემდეგი ინფორმაციის გავრცელება:

მიმდინარე წლის იანვარიდან, მისია აღნიშნავს ფერადი მონიშვნებს ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე. მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ.

20-24 აგვისტოს, შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ, სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით.

სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით. ზემოთხსენებული ნიშნები მდებარეობს ადმინსტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით. ამავდროულად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციულის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხების განსახილველად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ადგილზე მუდმივი პატრულირების მეშვეობით რეაგირებს ცხელი ხაზის აქტივაციებზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, ვითარების განმუხტვის და უფრო გრძელვადიანი დეესკალაციისათვის საჭირო კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად 4 რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა ჩაატარეს.

უკანასკნელი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა პარასკევს, 13 სექტემბერს ერგნეთში. შეხვედრა წარიმართა პროფესიონალურ ვითარებაში თუმცა პოზიციები განსხვავებული დარჩა. დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მონაწილე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი პრინციპების დაცვის მზადყოფნა შემდგომი ესკალაციისთვის თავის არიდების მიზნით ჩორჩანა-წნელისის რაიონში , მხარეები ასევე რჩებიან მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში.

მისია ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი, ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ. რაიმე კონკრეტული მინიშნება მათი გახსნის დროის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. მისია ამ ზომებს აფასებს როგორც გადაადგილების თავისუფლებისთვის საზიანო შეზღუდვას, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს გადამკვეთებზე, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში მცხოვრებ ან რეგულარულად მიმომსვლელ მაცხოვრებლებზე. დაკეტილ გადამკვეთ პუნქტებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად ორივე მიმართულებით 400 გადასვლა ხდებოდა „- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს