მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებმა 2019-2020 წლის ბიუჯეტის შესახებ იმსჯელეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასა და მომავალი წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე იმსჯელეს მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას მინისტრის მოადგილეები-ირაკლი ქარსელაძე, მზია გიორგობიანი და სსფ-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მაია ცქიტიშვილმა სტუმრებს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისიის წევრები რეგიონებში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტებით, წყალმომარაგების სამუშაოებითა და სხვა პროექტებით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალი წელი დატვირთული იქნება სხვადასხვა სექტორში განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა