პარიზში უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია დასრულდა

პარიზში, საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს ეგიდით, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა უმაღლესი დონის კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ ტუღუში და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიაში საქართველოს წარმომადგენელი ნინო ბაქაქური მონაწილეობდნენ.

უზენაესი სასამართლოს პრესცენტრის ცნობით, კონფერენცია გახსნა საფრანგეთის საკასაციო სასამართლოს პირველმა პრეზიდენტმა შანტალ არენსმა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა, საკონსტიტუციო საბჭოს პრეზიდენტმა, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სამი პარალელური სესია: სასამართლოს წინაშე სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებების, ეროვნული სასამართლოებსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის ურთიერთობის, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი და ოჯხური ცხოვრების უფლების ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით.

კონფერენციაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელებს ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენმა ემანულ მაკრონმა უმასპინძლა.

კონფერენციის დასასრულს მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა. კონფერენციამ მუშაობა 13 სექტემბერს დაასრულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს