ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია -  ადმინისტრაციულ  სასაზღვრო ხაზთან   შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია  წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის

მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეხება.

მისია აღნიშნავს, რომ 13 სექტემბერს ერგნეთში გამართული შეხვედრა წარიმართა პროფესიონალურ ვითარებაში, თუმცა პოზიციები განსხვავებული დარჩა.

„დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მონაწილე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი პრინციპების დაცვის მზადყოფნა შემდგომი ესკალაციისთვის თავის არიდების მიზნით ჩორჩანა-წნელისის რაიონში, მხარეები ასევე რჩებიან მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში“, - აღნიშნულია მისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო