თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად  მამაკაცი გარდაიცვალა

თეთრიწყაროში დენის დარტყმის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

შსს-ში ფაქტს ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულიხმობს.