ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანს, მარიო გატიკერს შეხვდა. გატიკერი საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.

უწყების ცნობით, მარიო გატიკერმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობა ევროპული საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა და ევროპოლთან, ასევე, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება და რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება.

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა სტუმარს მადლობა გადაუხადა შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული პოზიტიურად აისახება უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არსებულ გამოწვევებზე.

ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა და შვეიცარიის კონფედერაციის მიგრაციის სახელმწიფო მდივანმა უვიზო მიმოსვლის შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად განიხილეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა