ელიზაბეთ რუდი - განცხადებას არ გავაკეთებ იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რაც აშშ-ს საელჩოსთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა

„მე არ გავაკეთებ განცხადებას იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რომლებიც კვირას „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა”, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში, ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხდა.

ელიზაბეთ რუდმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ მათ მოქალაქეებს საშუალება მისცეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების.

“მე არ გავაკეთებ განცხადებას იმ მესიჯებსა და მოწოდებებზე, რომლებიც კვირას „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე ისმოდა , რომელიც აშშ საელჩოსთან გაიმართა. თუმცა, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას იმისათვის, რომ მან მოქალაქეებს სიტყვის გამოხატვის თავისუფლების საშუალება მისცა, პოლიტიკიური პარტიისა თუ სუბიექტის მიუხედავად”,- განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

შეგახსენებთ, 15 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსმა“ აშშ-ს საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტის მიზეზი თბილისში, 10 სექტემბერს გამართული საერთაშორისო კონფერენცია იყო - "Now What?". 10 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე "Now What?" დეპუტატი ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინაშვილს ღონისძიების ორგანიზატორები, მათ შორის კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე, ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი მოუწოდებდა, დარბაზი დაეტოვებინა, თუმცა ინაშვილი ღონისძიებას დაესწრო. მომხდარი ფაქტის შემდეგ, 12 სექტემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით დევიდ კრემერის „პერსონა ნონ გრატად" გამოცხადების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა