გიგი უგულავა - ხელისუფლებისთვის საგანგაშო მაჩვენებელია, როცა გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება

ძალიან დიდი და საგანგაშო მაჩვენებელია, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა NDI-ის კვლევის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც უგულავამ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრის იმედი აღარ აქვთ, რომ ვითარებაში, რაშიც ვიმყოფებით, შეიძლება რაიმე სასიკეთო მოხდეს.

„საგანგაშო მაჩვენებელია პირველ რიგში ხელისუფლებისთვის, რადგან სოციოლოგიაში ამას country direction-ს ეძახიან, ანუ ქვეყნის განვითარების მიმართულება. როგორც წესი, ეს კორელაციაშია იმ მომენტში მმართველი გუნდის მხარდაჭერასთან, ამიტომ საინტერესო ამ თვალსაზრისით არის, რამდენი პროცენტი თვლის, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. მე რამდენადაც ვიცი, 18%-ია, 30% თვლის, რომ არ იცვლება, ეს არის ის კატეგორია, რომელიც არჩევნებამდე გადაუწყვეტელია, ამიტომ 18% არის დღეს „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ბაზა. მე არ ვამბობ, რომ რეიტინგია 18%, შეიძლება მეტი იყოს, როცა ალოკაცია გაკეთდება, მაგრამ ეს არის ბაზა და ხელისუფლებისთვის ბაზისთვის, ეს არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი“, - აცხადებს გიგი უგულავა.

რაც შეეხება 30%-ს, უგულავას თქმით, როცა ეს ადამიანები ამბობენ, რომ ქვეყანა არ იცვლება, არც ეს მაჩვენებელია პოზიტიური ხელისუფლებისთვის.

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 49 % ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლორა თორტონი აცხადებს, ეს ბოლო ათი წლის მანძილზე, აღნიშნულ საკითხზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 30 % თვლის, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება. 18% კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა