გიგა ბოკერია - პოლიტიკური ნერვების თვალსაზრისით უმრავლესობის უმრავლესობას მძიმე მდგომარეობა აქვს, ისინი კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობენ თავს

ვფიქრობ, რომ ზოგადად, პოლიტიკური ნერვების თვალსაზრისით უმრავლესობის უმრავლესობას მძიმე მდგომარეობა აქვს. ისინი პოლიტიკური მორალისა და ინტელექტუალობის თვალსაზრისით კუთხეში მიმწყვდეულად გრძნობენ თავს და ასე რეაგირებენ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც განმარტა, თუ რამ გამოიწვია პარლამენტში მასსა და "ქართული ოცნების" წევრ მამუკა მდინარაძეს შორის დაპირისპირება.

მისი თქმით, უმრავლესობა თავს პოლიტიკურად დამცირებულად გრძნობს და ოპოზიციაზე ბრაზდება.

"დაახლოებით ივანიშვილის მინი მოდელია.ივანიშვილის დღევანდელი რეპრესიებიც ხომ შედეგია, რომ კუთხეში მომწყდეული და დასუსტებულია. ეს თვითონაც იცის და ამით ცდილობს კომპენსირებას. სხვა ახსნა არ მაქვს იმაზე, როგორც ისინი იქცევიან. ბუნებრივია ისიც, რომ " ქართული ოცნების" , "პატრიოტთა ალიანსის" და ამ ტიპის ძალების ერთად ყოფნა ახალ საფეხურზე გავიდა. ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ერთად მოქმედებდნენ და ახლა აღარც მალავენ ამას. სხვათა შორის, ამ ინციდენტამდე ტრიბუნასთან გამოდიოდა ადამიანი, რომელიც ღიად აწარმოებდა პუტინის პროპაგანდას და პროცედურის დარღვევით ტრიბუნასთან მიუშვეს. ამიტომ, ნახევრად ვიხუმრე, ახალი წესი ხომ არ არის, რომ პროპუტინისტური ძალები ტრიბუნასთან უნდა გამოვიდნენ, მაშინ, როცა სხვები ადგილიდან გამოდიანთქო. ეს არ არის პრინციპული, უბრალოდ სიმბოლური ამბავია. მდინარაძეს და "ოცნებას" პროტესტი ამაზე კი არ გასჩენიათ, ასევე იმ ხალხზე, ვინც პუტინის გზავნილს იმეორებს, რომ თურმე ნატო-ს გამო შიმშილობენ ჩვენი ბავშვები და ნეიტრალიტეტი უნდა იყოს. არადა, ყველამ ვიცით,რომ ნეიტრალიტეტი კოდური სიტყვაა, რომ უნდა ჩავბარდეთ რუსეთს. ასევე იმან კი არ აღაშფოთათ, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე კოლომეტრით გადმოსწიეს საოკუპაციო ხაზი, ამაზე კი არ ბრაზდებიან, ბრაზდებიან ჩვენზე, იმიტომ რომ თავს პოლიტიკურად დამცირებულად გრძნობენ", - განაცხადა ბოკერიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა