აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მაყურებელი გაეცნო

წელს პირველად, აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტულ პროდუქტებს Travel Channel-ის მილიონობით მაყურებელი გაეცნო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლი საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერით ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადაიცა. დიდ ბრიტანეთში, Travel Channel-თან ერთად აჭარის სატელევიზიო რეკლამა DISCOVERY-ის ქსელის შვილობილ არხზე DMAX-ზე განხორციელდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია წელს ასევე, განახორციელა National Goegraphic-ის, BBC-ის, Deutsche Welle-სა და Euronews -ის ეთერში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოპულარიზაცია განვახორციელოთ ისეთ პლატფორმებზე, რომლის სამიზნე აუდიტორიაც არის მოგზაურები. სწორედ, ასეთია Travel Channel, რომლის სამოგზაურო გადაცემებსა და დოკუმენტურ ფილმებს მსოფლიოს 195 ქვეყანაში ეცნობიან. წელს, პირველად ჩვენ ასევე, გავედით National Geographic-ის აუდიტორიაზე, რომლის უმრავლესობასაც Travel Channel-ის მსგავსად, მოგზაურობით დაინტერესებული ადამიანები წარმოადგენენ. აჭარისა ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენა მსგავს საერთაშორისო პლატფორმებზე, საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის ცნობადობა, ამავდროულად, ხელი შევუწყოთ დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებასა და პოტენციური ტურისტების მოზიდვას,“ -განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თინათინ ზოიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო