რუსთავში რეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი გაიხსნა

რუსთავში, ახლად რეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, #8 საბავშვო ბაღი, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ეკა ხუციშვილმა გახსნეს. ღონისძიებას, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - ნინო ქავთარაძე, დავით რეხვიაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მალხაზ კომლაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რამაზ გოგობერიშვილი ესწრებოდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შენობა დაათვალიერეს, ბაღის პერსონალს, აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს კი ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცეს.

როგორც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მე-8 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა ოთახები და სამზარეულო, კეთილმოეწყო ეზო.

„სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა, სადაც 156 ბავშვი ჩაირიცხა.

2019 წელს რუსთავის რვა საბავშვო ბაღში, 1 მლნ 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, აქედან მე-8, 25-ე და 27-ე ბაგა-ბაღში გამაგრებითი სამუშაოები ჩატარდა.

სამუშაოები შეასრულა და ახალი ინვენტარი შეიძინა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამაც, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 500 000 ლარი გამოიყო. ახალი ინვენტარი: საწოლები, მაგიდები, სკამები, კარადები და სტელაჟები, სასწავლო წლის დაწყებამდე, რუსთავის ოცდაერთივე ფილიალში იქნა შეტანილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა