ოკუპირებული აფხაზეთის „სასამართლოში“  ე.წ.საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული კანდიდატის ალხას კვიწინიას სარჩელის განხილვა გადაიდო

ოკუპირებულ აფხაზეთის „უმაღლესი სასამართლოს“ სხდომა, რომელსაც „პრეზიდენტობის“ დამარცხებული კანდიდატის ალხას კვიწინიას სარჩელი უნდა განეხილა, გადაიდო. გადადების მიზეზი მოსამართლეთა აცილების მოთხოვნა გახდა, რომელიც კვიწინიას მხარემ შეიტანა. მანამდე ერთ-ერთმა მოსამართლემ საკუთარი თავის აცილების თაობაზე თვითონ შეიტანა განცხადება.

გამარჯვებული კანდიდატის, მოქმედი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას მხარე და პროკურატურა პროცესის გადადების წინააღმდეგ გამოვიდნენ, თუმცა სხდომა მაინც გადაიდო. კანონით „სასამართლოს“ აცილების საკითხის განსახილველად 24 საათი აქვს.

ამ ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“