ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

17 სექტემბერს, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წოლაში, წმენდაურსა და ღარში სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ და მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

როგორც რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორის აპარატიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, შეხვედრას მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, რწმუნებულის მოადგილე გიორგი გონაძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე შუქურა ჯაფარიძე და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსი გიორგი მაქარაშვილი ესწრებოდნენ.

სოფლების მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად ტყეკაფებამდე მისასვლელი გზის, წყალსადენების სისტემის მოწყობისა და გაზიფიცირების საკითხები დაასახელა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის მოსახლეობას მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნეს.

2019 წელს სოფელ ღარში მიმდინარეობს:

ღარის ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები (II ეტაპი), ღირებულებით - 1 173 000 ლარი.

მდინარე ღარულაზე ნაპირსამაგრების მოწყობისა და კალაპოტის ფორმირების სამუშაოები, ღირებულებით - 1 155 534 ლარი.

ახალი ამბულატორიის მშენებლობა, ღირებულებით - 50 829 ლარი.

სასმელი წყლისთვის სათავე ნაგებობის მოწყობა, ღირებულებით- 5 000 ლარი.

სველი წერტილების მოწყობა, ღირებულებით- 7 000 ლარი.

სოფელ წმენდაურში მიმდინარეობს:

სოფელ წმენდაურში გზის და სანიაღვრე არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ღირებულებით - 6 000 ლარი.

გარე განათების მოწყობა, ღირებულებით -4 000 ლარი.

სოფელ წოლაში მიმდინარეობს:

სოფელ წოლაში მისასვლელი და შიდა გზების სარემონტო სამუშაოები, ღირებულებით -25 244 ლარი.

შიდა გზების რეაბილიტაცია, ღირებულებით - 6 500 ლარი.

სასმელი წყლის რეაბილიტაცია ზედა უბანში, ღირებულებით -3 500 ლარი.