ანონსი  18 სექტემბერი

18 სექტემბერს, 09:00 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებთან საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ეკა ბესელიას და ზვიად კვაჭანტირაძის შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18 სექტემბერს, 09:30 საათზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მაღალი დონის წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმს გახსნის, სადაც ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ფონდის ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაძლიერების საკითხები განიხილება.

მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“

18 სექტემბერს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტში, „ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახში სერგო რატიანის ბრიფინგი გაიმართება. თემა: სალომე ზურაბიშვილმა კომპანია ,,არ-ემ-ჯის” გარემოს დაცვისა და ძეგლთა დაცვის საქმეში ჩართვისათვის მადლობა გადაუხადა. საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: თავისუფლების 2

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი გაიმართება.

მის: ათონელის ქუჩა N 25

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

18 სექტემბერს, 11.00 საათზე, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქართულ-ამერიკულ სკოლას ესტუმრება და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება.

მის: ნ. რამიშვილის ქ. #6

საკონტაქტო: 593915777, ირმა ქობულაშვილი

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციას გამართავენ.

თემა: პრეზიდენტის შეწყალება

საკონტაქტო პირი: თამარ მეტონიძე - 577535232

18 სექტემბერს, 11:00 საათზე, მედიაცენტრ „მთავარში“ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ ასლან ბეჟანიძის ადვოკატი განცხადებას გააკეთებს.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური დევნილი ოჯახების მიერ სამინისტროს შენობასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარს გააკეთებს.

მის: წერეთლის გამზ. N144

საკონტაქტო პირი: თათია წერეთელი - 5 99 49 90 04​​

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, სემეკის წევრის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წარმომადგენელის მაია მელიქიძის ინიციატივით, სემეკში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განახლებადი ენერგო წყაროების ლაბორატორია გაიხსნება.

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფროსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის დევი ქიტუაშვილისა და ფედერაციის გენერალური მდივნის, თემო გოცაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: 20-22 სექტემბერს დაგეგმილი ჩემპიონატი აფროსნობაში.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო: 593 53 45 24

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

18 სექტემბერს, 12.00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 20-21 ივნისის საქმის შემსწავლელი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდება და პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.

მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #150.

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე სხვა დაკავებულებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევრის - ირაკლი ხვადაგიანის სარჩელის არსებითი განხილვა ეროვნული არქივის წინააღმდეგ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საქმეების კატალოგის გაცნობაზე უარის გამო. სხდომაზე დაინტერესებულ მხარეებს მოუსმენენ.

18 სექტემბერს, 12:00 საათზე, საქართველოში Euronews Georgia-ს პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე ხელი მოეწერება ხელშეკრულებას სილქნეტსა და „ევრონიუსს“ შორის, საქართველოში „ევრონიუს ჯორჯიას“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.

მის: პირველი რესპუბლიკის მოედანი #6, “რესპუბლიკა”

18 სექტემბერს, 13:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, მხატვარ-მონუმენტალისტის ემირ ბურჯანაძის სახელობის ქუჩა გაიხსნება. ღონისძიებას ემირ ბურჯანაძის ოჯახის წევრები, მეგობრები, საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: სამგორის რაიონი, ქინძმარაულის შესახვევთან მიმდებარედ („ევექსის“ საავადმყოფოსა და მაღაზია „ორი ნაბიჯის“ მიმდებარედ).

საკონტაქტო: ეკა კაკულია - ტელ: 599 248815

18 სექტემბერს, 13:00 საათზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს წარადგენს.

მის: უზნაძის 4. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ოფისი.

საკონტაქტო: თამუნა კირვალიძე 577 403 734

18 სექტემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაციას გამართავს.

მის: თელავის ქუჩა, #20

საკონტაქტო: ანუკა წიკლაური - 599 29 60 50

18 სექტემბერს, 14:25 საათზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრების შეხვედრა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

18 სექტემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტში, ევროპული საქართველოს ფრაქციის ოთახში ირმა ნადირაშვილის და ოთარ კახიძის ბრიფინგი.

18 სექტემბერს, 16:00 საათზე, „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

A კორპუსი, ოთახი N408

18 სექტემბერს, 17:00 საათზე, "მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში" სერიის "კლასიკოსები ბავშებისთვის" წარდგენა გაიმართება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. N6

18 სექტემბერს, 19:00 საათზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდებიან.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა