ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა

უამინდობამ კახეთში პრობლემები შექმნა. ძლიერმა ქარმა, სეტყვამ და წვიმამ გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები დააზარალა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, სოფელ ველისციხეში ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი,ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და მოსახლეობის ნაწილს შუქი არ მიეწოდება.

არჩილ ხანდამაშვილისვე თქმით, დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი,თუმცა ზარალის შესახებ ამ ეტაპზე ზუსტი მონაცემი უცნობია.

რაც შეეხება ყვარლის მუნიციპალიტეტს, ქარის შედეგად მოტეხილი ხე სოფელ სანავარდოს საბავშვო ბაღის ჭიშკარს დაეცა და დააზიანა.

სტიქიის ზონაში შესაბამისი სამსახურები უკვე მუშაობენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
„ვისოლმა“ დუშეთში „ვიგოს“ ავტოგასამართი სადგური გახსნა
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია